უნგრეთი ევროკავშირის 2028-34 წლების ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს დახმარებას ითვალისწინებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბანმა ბრიუსელის ეს გეგმები გააკრიტიკა.
„ევროპას ფული გამოელია – გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ომს ეხება. 100 მილიარდი ევრო – სწორედ ამდენის გამოყოფას აპირებს ევროკავშირი, როგორც ახალ „დახმარებას“ უკრაინაში ომის დასაფინანსებლად მომდევნო საბიუჯეტო ციკლში“, – აღნიშნა ბალაშ ორბანმა.
„ბრიუსელი გააგრძელებს ომის დაფინანსებას – იარაღი მშვიდობის ნაცვლად, მეტი ვალი კონკურენტუნარიანი ევროპის ნაცვლად. თუ ვერ გაიგეთ, რა დგას სასწორზე, ახლა ეს საბოლოოდ ნათელია: ბრიუსელში ყოველთვის არის დასახარჯი ფული – ოღონდ არა ევროპისთვის“, – დასძინა მან.
კომენტარები