11 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გლდანის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N1-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ განცხადებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 11 ივლისს, საღამოს 22:00 საათზე დაიწყებენ ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
“აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 11 ივლისს, საღამოს 22:00 საათიდან 12 ივლისის საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანულის დასახლებას, გლდანის ხევს, თიანეთის გზატკეცილს, გლდანის III-VIII და IIIა მიკრორაიონებს, ლიბანის, ბარისახოს, უწერის, ყუშიტაშვილის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, გაგრის, ბარალეთის, კაჭარავას, ჯანჯღავას, კობერიძის, მიდელაურის, ვართაგავას, საბაშვილის, კანდელაკის, ხერგიანის, შენგელაიას, ტიულენინის, სამხარაულის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, მებაღიშვილის, ბარათაშვილის, ტიხონოვის, მაისურაძის, ჟღენტის, გულისაშვილის, ორბელიანის, ოშკელის, ინგუშეთის, ბაბილოძის, ბელქანიას, თეთრი ტბის, კვესის, კობახიძის, ბატონიშვილის, ხიზანიშვილის, ყიფშიძის, ბორჩალოელის, კულა გლდანელის, ფიროსმანის, სააკაძის, რუსთაველის, წყაროს, გოგიაშვილისა და მანსვეტაშვილის ქუჩებს;
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, – ნათქვამია განცხადებაში.