„ქრონიკის“ ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პატიმარი პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსეს. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ, გიორგი ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ პატიმარს შორის საკანში დაპირისპირება მოხდა, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
საპატიმროს თანამშრომლებმა შემთხვევა მალევე აღკვეთეს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ბაჩიაშვილის მიერ ნაცემი პატიმარი ამჟამად 18 დაწესებულებაში მკურნალობის კურსს გადის. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
კომენტარები