თბილისის საქალაქო სასამართლომ დედის მკვლელობაში ბრალდებულს, ანა მურადელს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ, პროკურატურის შუამდგომლობა მთლიანად გაიზიარა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
წინა სასამართლოს სხდომა 17 ივლისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 20 მაისს, ღამის საათებში ისნის რაიონში, საკუთარ სახლში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბალერინამ ანა მურადელმა, დედას თავში ლარნაკი ჩაარტყა, რის შედეგადაც შუახნის ქალბატონი გარდაიცვალა. მარინე მინდორაშვილი ასოცირებული პროფესორი იყო. იგი თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს კითხულობდა.
შს სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღძრა.
სასამართლომ დედის მკვლელობაში ბრალდებულს, ანა მურადელს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
2017/05/22 19:05:06
ნანახია: 1983 ჯერ