2025 წლის ივნისში, ლატვიიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქონლის ექსპორტი, 2024 წლის ივნისთან შედარებით, თითქმის 17%-ით შემცირდა, ხოლო უკრაინაში – 50% პროცენტზე მეტით. გარდა ამისა, ზემოთ დასახელებული ორივე ქვეყნიდან პროდუქციის იმპორტიც შემცირებულია. ამავდროულად, წელს, გასული წლის ივნისთან შედარებით, ლატვიიდან რუსეთში ექსპორტი 7.2%-ით გაიზარდა. ლატვიის ცენტრალური სტატისტიკური სამსახურის წინასწარი მონაცემებით, რუსეთიდან იმპორტიც მნიშვნელოვნად (86%-ზე მეტით) არის შემცირებული.
მოკლედ:
- საგარეო სავაჭრო ბალანსი უარესდება;
- აშშ-სთან ექსპორტი და იმპორტი მცირდება;
- რუსეთში ექსპორტი იზრდება, უკრაინასა და ბელარუსში კი – მცირდება.
გაუარესებული სავაჭრო ბალანსი
2025 წლის ივნისში ლატვიის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3,26 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც რეალურ ფასებში 1,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ასევე დაფიქსირდა ექსპორტის ღირებულების 2,6%-იანი კლება და იმპორტის ღირებულების 5,4%-იანი ზრდა. მიმდინარე წლის ივნისში, ლატვიამ 1,4 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი გაიტანა და 1,86 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი შემოიტანა.
2024 წლის ივნისთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბალანსი გაუარესდა, ხოლო მთლიან საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის წილი 44,8%-დან 42,9%-მდე დაეცა. საგარეო ვაჭრობის მონაცემები წარმოდგენილია რეალურ ფასებში და გამოითვლება ევროში საქონლის ღირებულების საფუძველზე და არა მათი ფიზიკური რაოდენობის მიხედვით.
მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, ლატვიის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ რეალურ ფასებში 21,06 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 1 194,9 მილიონი ევროთი, ანუ 6%-ით მეტია, 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ექსპორტმა 9,72 მილიარდი ევრო შეადგინა (3,9%-ით, ანუ 365,2 მილიონი ევროთი ზრდა), ხოლო იმპორტმა – 11,34 მილიარდი ევრო (7,9%-ით ანუ, 829,7 მილიონი ევროთი ზრდა).
კალენდრული და სეზონურად გასწორებული მონაცემებით, 2025 წლის ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება რეალურ ფასებში 0.7%-ით ნაკლები იყო, ხოლო იმპორტის ღირებულება – 5.4%-ით მეტი. წინა თვესთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება 5.1%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტის ღირებულება 0.9%-ით გაიზარდა.
ექსპორტის ძირითადი ცვლილებები 2025 წლის ივნისში 2024 წლის ივნისთან შედარებით:
- ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები გაიზარდა 16.7 მილიონ ევროზე მეტით, ანუ 22.1%-ით;
- სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი აღჭურვილობის ექსპორტი გაიზარდა 16.2 მილიონ ევროზე მეტით, ანუ 20.9%-ით;
- მცენარეული პროდუქტების ექსპორტი შემცირდა 21.8 მილიონ ევროზე მეტით, ანუ 27.9%-ით;
- ხისა და მისი პროდუქტების ექსპორტი, აგრეთვე ნახშირის ექსპორტი შემცირდა 19.2 მილიონ ევროზე მეტით, ანუ 8.1%-ით;
- ფერადი ლითონებისა და მათი პროდუქტების ექსპორტი შემცირდა 18.3 მილიონ ევროზე მეტით, ანუ 18.6%-ით.
2025 წლის ივნისში იმპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები, 2024 წლის ივნისთან შედარებით:
- მანქანების, მექანიკური მოწყობილობებისა და ელექტრო მოწყობილობების იმპორტი გაიზარდა 58.7 მილიონი ევროთი, ანუ 18.6%-ით; სატრანსპორტო მოწყობილობების იმპორტი გაიზარდა 21.5 მილიონი ევროთი, ანუ 12.3%-ით; ქიმიური მრეწველობის პროდუქტებისა და მასთან დაკავშირებული დარგების იმპორტი გაიზარდა 19.5 მილიონი ევროთი, ანუ 9.7%-ით; მინერალური პროდუქტების იმპორტი შემცირდა 29.5 მილიონი ევროთი, ანუ 13.2%-ით; კვების მრეწველობის პროდუქტების იმპორტი შემცირდა 16 მილიონი ევროთი, ანუ 8.3%-ით.
აშშ-თან ექსპორტი და იმპორტი მცირდება
ივნისში ლატვიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პარტნიორები იყვნენ: ლიეტუვა (მთლიანი ექსპორტის 19.7%), ესტონეთი (12.4%), გერმანია (7.1%) და დიდი ბრიტანეთი (5.9%). ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები, იმპორტის კუთხით, იყვნენ: ლიეტუვა (მთლიანი იმპორტის 20.9%), გერმანია (12.1%), პოლონეთი (11.5%) და ესტონეთი (8.4%).
2025 წლის ივნისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტი, 2024 წლის ივნისთან შედარებით, 16.6%-ით შემცირდა და 30.1 მილიონი ევრო შეადგინა.
შემცირება ძირითადად გამოწვეული იყო ხის და ხის პროდუქტების (ნახშირის) ექსპორტის 6.8 მილიონი ევროთი შემცირებით;
ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტი 23.4%-ით დაეცა და 13.7 მილიონი ევრო შეადგინა.
იმპორტის შემცირებაში მთავარი როლი ითამაშა ოპტიკური ხელსაწყოებისა და აპარატურის (სამედიცინოს ჩათვლით), საათებისა და მუსიკალური ინსტრუმენტების იმპორტის 1.7 მილიონი ევროთი შემცირებამ.
2025 წლის ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით, რძის პროდუქტების, ფრინველის კვერცხის, თაფლის ექსპორტის ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო ყველისა და ხაჭოს ექსპორტის 2.7 მილიონი ევროთი, ანუ 25.1%-ით ზრდით.
რკინისა და ფოლადის პროდუქტების ექსპორტის შემცირება, ძირითადად, განპირობებული იყო რკინისა და ფოლადის სხვადასხვა პროდუქტების ექსპორტის 5.1 მილიონი ევროთი, ანუ 44.5%-ით შემცირებით.
2025 წლის ივნისში, 2024 წლის ივნისთან შედარებით, სახმელეთო სატრანსპორტო აღჭურვილობის, ნაწილებისა და კომპონენტების იმპორტის ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო მსუბუქი ავტომობილების იმპორტის 11.8 მილიონი ევროთი, ანუ 15.3%-ით ზრდით.
ალკოჰოლიანი და არაალკოჰოლიანი სასმელების იმპორტის შემცირება, ძირითადად, განპირობებული იყო ვისკის იმპორტის 10.1 მილიონი ევროთი, ანუ 58.7%-ით შემცირებით.
2025 წლის ივნისში ლატვიას დადებითი საგარეო სავაჭრო ბალანსი ჰქონდა 111 პარტნიორ ქვეყანასთან, სადაც ექსპორტის ღირებულება აღემატებოდა იმპორტის ღირებულებას. სავაჭრო ბალანსი უარყოფითი იყო 58 ქვეყანასთან.
ექსპორტი რუსეთში იზრდება, უკრაინასა და ბელარუსში – მცირდება
2025 წლის ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნების წილი მთლიანი ექსპორტის ღირებულებაში 1.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო წილი მთლიანი იმპორტის ღირებულებაში – 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
დსთ-ს ქვეყნების წილი ექსპორტში გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო იმპორტი 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
2025 წლის ივნისში, რუსეთში ექსპორტი, 2024 წლის ივნისთან შედარებით, 7.2%-ით გაიზარდა და 71 მილიონი ევრო შეადგინა.
ზრდის მთავარი ხელშემწყობი იყო ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის ექსპორტის 4.9 მილიონი ევროთი, ან 65.4%-ით ზრდა.
იმავე პერიოდში, რუსეთიდან იმპორტი 86.4%-ით დაეცა და 4.7 მილიონი ევრო შეადგინა.
იმპორტის შემცირება, ძირითადად, განპირობებულია კვების პროდუქტებისა და მინერალური პროდუქტების იმპორტის შემცირებით, შესაბამისად, 13.2 მილიონი და 10.6 მილიონი ევროთი.
ექსპორტი უკრაინაში 50.4%-ით დაეცა და 14.9 მილიონი ევრო შეადგინა.
შემცირება, ძირითადად, განპირობებულია მანქანების, მექანიკური მოწყობილობებისა და ელექტრომოწყობილობების ექსპორტის 1.5 მილიონი ევროთი, ან 40%-ით კლებით.
იმპორტი უკრაინიდან 5.5%-ით დაეცა და 21.7 მილიონი ევრო შეადგინა. შემცირება, ძირითადად, განპირობებულია ქიმიური მრეწველობისა და მასთან დაკავშირებული დარგების პროდუქტების იმპორტის 2 მილიონი ევროთი, ან 27.2%-ით კლებით.
ბელარუსში ექსპორტი 30.2%-ით დაეცა და 8.9 მილიონი ევრო შეადგინა. შემცირება, ძირითადად, განპირობებულია პლასტმასის და მისგან დამზადებული ნივთების, აგრეთვე რეზინისა და მისგან დამზადებული ნივთების ექსპორტის 1.4 მილიონი ევროთი, ან 87.1%-ით კლებით.
ბელარუსიდან იმპორტი 56.3%-ით დაეცა და 8.2 მილიონი ევრო შეადგინა, რაც, ძირითადად, განპირობებულია ცხოველური ან მცენარეული ცხიმებისა და ზეთების იმპორტის 6.1 მილიონი ევროთი, ან 54.6%-ით კლებით.