ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი ელისო კილაძეს ამხელს.
დიახ! მე მაშანტაჟებს! დოკუმენტურად დადასტურებული ამ შანტაჟით კი ელისო კილაძე დაეტაკა იმ კედელს, რომელსაც ნამდვილად არ უნდა დატაკებოდა! მე ვარ გამომძალველი? მერაბ ვეკუა რომ მოვიდა და ტკბილეული და კონიაკი მომიტანა რედაქციაში, ეგ არის გამოძალვა? შოკოლადი იქვე შეიჭამა, კონიაკი იქვე დაილია… თუ ნესტან ტურაბელიძემ რომ მომიტანა მურაბა, რომელიც რედაქციაშივე დარჩა, ეგ არის გამოძალვა? თუ ის გროშები, თუნდაც „პრემიალურით” გადმოგდებული – არ მეკუთვნოდა?
ვინც მემუქრება, სიმართლის „ლიმონკას” ვთხრი პირში!
დიახ, მე არც ნინო ჯღარკავა ვარ და არც გიორგი მამაცაშვილი, დიდაქტიკურ მოტივებზე ეპისტოლარულად რომ ვებაასო! მე ჩემი ბრძოლის მეთოდები აქვს!
საზღვარი აქვს უზნეობას! ჩემთვის რომ ვიღაცას დაეწერა ის, რაც ჯღარკავას დაუწერა – მანდვე დავსვამდი წერტილს! სხვათაშორის, მე და ნინო ჯღარკავას ძალიან ცუდი ურთიერთობები გვაქვს ერთმანეთთან. ელისომ მითხრა, შენი შვილი გალანძღაო და ამ თემაზე „შევყევით” მე და ჯღარკავა რამდენიმე წლის წინ… არადა, საერთოდ არ ვიცნობდით ერთმანეთს.
აი, აქაც ელისოს ხელი ურევია…
დეტალებს ახლა ნუ მომაყოლებ, მოდი, მთავარ სათქმელს მივუბრუნდები: რაც ელისომ დაუწერა ნინო ჯღარკავასა და მის შვილს, ეს აღარც უზნეობაა! ამას სხვა რამ ჰქვია! მეტსაც გეტყვით: ეს რომ ჩემზე დაეწერა, დღეს ელისო კილაძე ცოცხალი აღარ იქნებოდა!
www.reportiori.ge