19 აგვისტოს, ლატვიის მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ლატვია-ბელარუსის საზღვარზე გაძლიერებული კონტროლის ხარჯის დასაფარად 485,424 ევრო გამოუყო.
ეს თანხა აპრილი-მაისის ხარჯებს დაფარავს.
ლატვიამ გასული წლების მანძილზე ბელარუსიდან მომდინარე არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად, რომელსაც ოფიციალურმა პირებმა „ჰიბრიდულ ომი” შეარქვეს, უკვე მილიონობით ევრო დახარჯა.
მიმდინარე წელს, მესაზღვრეებმა ლატვია-ბელარუსის საზღვრის გადაკვეთის 8,649 მცდელობა აღკვეთეს. ქვეყანამ ჰუმანიტარულ საფუძველზე 15 არალეგალი მიგრანტი მიიღო. გასულ წელს 5388 შემთხვევა აღიკვეთა. ჰუმანიტარულ საფუძველზე 26 ადამიანი მიიღეს.
ზაფხულზე მთავრობამ ბელარუსის საზღვართან უსაფრთხოების გაძლიერებული კონტროლი 31 დეკემბრამდე გაახანრგძლივა.
კომენტარები