სოფელ მუხრანს უეფას სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო კომპლექსი ექნება, რომელიც სახელმწიფოსა და MD Properties -ის შორის გაფორმებული საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში განხორციელებულ
ინვესტიციას წარმოადგენს. სპორტული კომპლექსი საზეიმოდ გაიხსნა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტს
საკუთრებაში გადაეცემა.
პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში სპორტული კულტურის გაძლიერება, ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვა
და რეგიონის მდგრადი განვითარება. გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსგავსი
პროექტები მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და რეგიონის წინსვლას შეუწყობს ხელს, რისი განხორციელებაც შეუძლებელი იქნებოდაადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე.
უეფას სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე საფეხბურთო კომპლექსის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს: პროექტის ინვესტორმა დოქტორ ფრედერიკ პოლსენმა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეძმარიაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე ზაგაშვილმა; მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ. ასევე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული საპატიო სტუმრები.
პროექტის ინვესტორის, დოქტორ ფრედერიკ პოლსენის ინიციატივით, ნიკო ბურის პირველი საჯარო სკოლის საფეხბურთო კლუბის აღსაზრდელებს გახსნის ღონისძიებაზე სიმბოლურად, ფორმები და ინვენტარი გადაეცათ. ფრედერიკ პოლსენი წლების განმავლობაში მხარდაჭერას უცხადებს მუხრანის საჯარო სკოლას.
ახალი საფეხბურთო კომპლექსი ფართო საინვესტიციო ვალდებულების ნაწილია. ინვესტიციის საერთო მოცულობა 8 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სოფელ მუხრანში სარეკრეაციო სივრცის მოწყობა, სოფლის ცენტრის რეაბილიტაციაში მუნიციპალიტეტის ხელშეწყობა. ნიკო ბურის სახელობის საჯარო სკოლისთვის საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია.