საქარველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსებიდან ორი წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გამოეხმაურა საქართველოსთვის M-240 ტიპის ტყვიამფრქვევების გადმოცემას:
“მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია აღვჭურვოთ საქართველოს ჯარი M-240 ტიპის იარაღით. ეს არის სტანდარტული იარაღი, რომელსაც იყენებს ნატო-ს შეიარაღება. ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს. გარდა ამისა, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი და სიმბოლო იმ ჩვენი ერთგულების და მტკიცე გადაწყვეტილების, რათა დავეხმაროთ საქართველოს შესაძლო აგრესიის შეკავებაში. ძალიან სასიამოვნოა, რომ ვხედავთ თუ როგორ განვითარდა ეს ცენტრი”, – განაცხადა იან კელიმ.
კომენტარები