22 სექტემბერს, საფრანგეთმა და რამდენიმე სხვა ქვეყანამ გაერო-ში პალესტინის სახელმწიფო აღიარა, რითაც დიდ ბრიტანეთს, ავსტრალიასა და კანადას მიბაძეს, რომლებმაც ეს ნაბიჯი ერთი დღით ადრე გადადგეს. თუმცა, იტალია, ძალიან ფრთხილობს და ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას ამ ეტაპზე არ აპირებს.
22 სექტემბერს, ათობით ქვეყანამ გაერო-ს ტრიბუნიდან პალესტინის სახელმწიფო აღიარა. მათ შორის იყო რამდენიმე ევროპული სახელმწიფო – საფრანგეთი, ესპანეთი და ბელგია. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც პალესტინას აღიარებენ, ჯერ კიდევ არ არის იტალია. ეს პოზიცია, ნაწილობრივ, იტალიის მთავრობის შიგნით ამ საკითხზე არსებული უთანხმოებითაა განპირობებული.
მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს (პრეზიდენტს), ჯორჯია მელონის ამ თემაზე თავისი მოსაზრება არ გამოუთქვამს. ვიცე-პრეზიდენტის, ანტონიო ტაიანის აზრით კი, სანამ პალესტინის სახელმწიფო არ არსებობს, მისი აღიარება არაფრის მთქმელია. „ეს პალესტინელი ხალხის ოცნებაა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ ამ დროისთვის ეს „ჰამასისთვის“ საჩუქრის გაკეთების რისკის შემცველია“, – ამბობს ტაიანი.
ტრამპი ან სალვინი რომ არ გააღიზიანოს…
ჯორჯია მელონი არ დასწრებია გასული წლის ივლისში ნიუ-იორკში პარიზისა და ერ-რიადის ინიციატივით გამართულ შეხვედრას, რომელიც ორი სახელმწიფოს (ისრაელი და პალესტინა) არსებობის საკითხს შეეხებოდა, მაგრამ აპირებს ამ საკითხზე ოთხშაბათს, 24 სექტემბერს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეას მიმართოს. საერთაშორისო პოლიტიკაში იტალიის ფრთხილი პოზიცია შეიძლება ავხსნათ სურვილით, არ გაემიჯნოს დონალდ ტრამპის მიდგომას, ვისთვისაც პალესტინის აღიარება „ჰამასისთვის ნაბოძებ ჯილდოს“ მიიჩნევა, ხოლო საშინაო პოლიტიკაში, ასეთი პოზიციით, ჯორჯია მელონი თავიდან ირიდებს განხეთქილებას ულტრამემარჯვენე, პროისრაელელ ვიცე-პრემიერ მატეო სალვინისთან.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ათიდან ოთხი იტალიელი პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მომხრეა. ორშაბათს, იტალიაში ათიათასობით ადამიანმა მოაწყო დემონსტრაცია სლოგანით „არა გენოციდს ღაზაში“. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეთა უმრავლესობამ ყურადღება გაამახვილა მილანში მომხდარ ძალადობაზე, სადაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი.