ოპოზიციის კვლევითაც კი ქართული ოცნება არის უალტერნატივო ამ გამარჯვებაში. მათივე კვლევით კახი კალაძეს 60%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს, ასე რომ, მე მგონი თავადაც იცის ოპოზიციამ და შეგუებულია ამ მოცემულობას, – განაცხადა მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ.
მისი თქმით, ოპოზიციამ ზურგი აქცია დემოკრატიას და რადიკალიზაციის გზით წავიდა, ამიტომ ყველაფერი თავის თავს უნდა დააბრალოს.
„ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი საარჩევნო მიზანია 64 მუნიციპალიტეტში, მერობის არჩევნებში პირველ ტურში გამარჯვება და საკრებულოებში უმრავლესობის მოპოვება. თუმცა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში 12 პარტია მონაწილეობს და მე ყველას ვუსურვებ წარმატებას მათი ოპოზიციური მანდატების მოპოვების მხრივ. რაც შეეხება შედეგებს თავისთავად, რადიკალურმა ოპოზიციამ თავის თავს უნდა დააბრალოს ყველაფერი. მათ გადაწყვიტეს, რომ ზურგი ექციათ დემოკრატიისთვის, წასულიყვნენ რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის გზით, როგორც გარედან დაავალეს და ახლა იმკიან იმ შედეგებს, რაც შარშან საკუთარი რადიკალიზაციით მოახდინეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.