თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დღეს მიდის არჩევნებზე, მათ შორის პასუხს სცემს ოპოზიციურ პარტიებს. ამ არჩევნებში მონაწილეობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უარს ეუბნებიან პარტიების მოწოდებას დესტაბილიზაციაზე, უარს ეუბნებიან არეულობაზე, – განაცხადა ეკონომიკის განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, არჩევნებზე მისვლით მოქალაქეები მხარს უჭერენ ქვეყნის განვითარებას და წინსვლას.
„ვხედავთ არა ერთ განცხადებას, რომელიც მიმართულია არეულობის მოწოდებისკენ. ჩვენ ასევე, ვხედავთ, რომ ძალიან მაღალია მობილობა არჩევნებზე და მათ შორის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია რამდენადაც თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დღეს მიდის არჩევნებზე, მათ შორის პასუხს სცემს ოპოზიციურ პარტიებს. ამ არჩევნებში მონაწილეობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უარს ეუბნებიან პარტიების მოწოდებას დესტაბილიზაციაზე, უარს ეუბნებიან არეულობაზე და უარს ეუბნებიან წარსულში დაბრუნებაზე. არჩევნებში მონაწილეობით ისინი მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, სტაბილურობის შენარჩუნებას და ეკონომიკურ წინსვლას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.