უკანასკნელ 14 წელიწადში მსგავსი დაანონსებული რევოლუცია, გადატრიალება ჩატარდა უშედეგოდ მოსკოვში, ბელარუსში, ვენესუელაში, ირანსა და ჰონგ-კონგში. როდესაც გაკეთდა ანალიზი და შეფასება ამ მოძრაობის უკან ნამდვილად არ დგას ერის მოსახლეობის უმრავლესობის ნება, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
„იმისთვის, რასაც ჰქვია სახელმწიფო გადატრიალება, სახელმწიფო ინსტიტუციების ხელში ჩაგდება, ოპოზიციას არ ეყოფა ადამიანური რესურსი. წლების განმავლობაში ისინი ფინანსურად იკვებებოდნენ ერთი კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად, განსაკუთრებით ინტენსიურად 2020 წლიდან, როდესაც შემთხვევით დაემთხვა ბაიდენის ადმინისტრაციის აშშ-ის სათავეში მოსვლა.
ამ გარდაუვალი წარუმატებლობის და ფიასკოს უკან იკვეთება ძალიან საინტერესო სურათი, როგორც მინიმუმ განტევების ვაცის როლზე აშკარად გამოიკვეთა სამი ნომინანტი, რომელსაც აუცილებლად დასდებენ ბრალს 20:01 საათზე, რუსთაველის გამზირზე თუ რატომ არ გამოგვივიდა, ან რატომ არ გამოგვდის“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.