დღეს ჩვენ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდით, ამჟამად უკვე სამ საარჩევნო უბანზე დავაკვირდით კენჭისყრის პროცესს და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულად უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის გამართულად ადმინისტრირებას, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ალბანეთს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის უფროსმა ერტონ სინანმა.
„ამომრჩეველთა სახეებს თუ დავაკვირდებით, აღვნიშნავ, რომ ისინი მოხარულები არიან, რომ მონაწილეობენ ამ მნიშვნელოვან არჩევნებში, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ქართველი ხალხის მომავალი და ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ელექტრონული ტექნოლოგიები, ვერიფიკაციის აპარატები გამართულად და ეფექტურად, ხარვეზების გარეშე მუშაობს.
თვალსაჩინოა, რომ ამომრჩევლებს აქვთ ინფორმაცია ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სწორი და წარმატებული საინფორმაციო კამპანია განახორციელა“, – აღნიშნა ერტონ სინანმა.