ქალაქი ქუთაისი შესანიშნავად ართმევს თავს არჩევნებს. ენთუზიაზმით სავსე პერსონალია. არანაირი ხარვეზი არ დაგვიფიქსირებია, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა აშშ-დან ჯეიკ ბარეტ ჰოფმანმა.
მისი თქმით, ამომრჩეველი შეუფერხებლად აძლევს ხმას.
„ხალხი მოდის და აძლევს ხმას. პრობლემები არც საარჩევნო უბნებშია და არც მათ გარეთ. ყველა სხვა ქალაქშიც საარჩევნო პროცესი პროფესიონალურად მიმდინარეობს. მრავალი ადამიანი აძლევს ხმას და ვფიქრობ, ყველა ქალაქი კარგად მუშაობს“, – განაცხადა ჯეიკ ბარეტ ჰოფმანმა.
კომენტარები