დღეს ძალოვანი უწყებები დგანან თავიანთი ქვეყნის სადარაჯოზე მაღალი პროფესიონალიზმით და გუშინ ვიხილეთ როგორ იმუშავა შსს-მ კოორდინირებულად სუს-თან ერთად, – განაცხადა პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ამ ქვეყანამ დამხობა ერთხელ უკვე განიცადა, 2003 წელს, „კმარათი“ მოსული ხელისუფლება როგორ უვარდებოდა უწყებებს ჯერ არშემდგარი არჩევნების ფონზე. 2003 წლისგან განსხვავებით, დღევანდელი სახელმწიფო გაცილებით ძლიერია. დღეს ძალოვანი უწყებები დგანან თავიანთი ქვეყნის სადარაჯოზე მაღალი პროფესიონალიზმით და გუშინ ვიხილეთ როგორ იმუშავა შსს-მ კოორდინირებულად სუს-თან ერთად.
ეს ძალიან კარგი მაგალითია ბევრი ევროპული ქვეყნისთვის. გუშინდელი მოვლენა საფრანგეთში რომ მომხდარიყო, ნანახი გვაქვს როგორ არბევენ იქ დემონსტრანტებს და სავსებით სხვა შედეგი იქნებოდა. მადლიერი ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა ამდენად ძლიერია და არ ვფიქრობ, რომ ვინმესგან რაიმე გვაქვს სასწავლი“, – აღნიშნა სულაბერიძემ.