დარწმუნებული ვარ, გამოძიება მივა შედეგამდე და ძალიან მკაცრად აგებს პასუხს თითოეული კანონდამრღვევი, ეს იქნება ჟურნალისტზე თავდამსხმელი, პოლიციელზე თავდამსხმელი, თუ ძალადობრივი ჯგუფის მონაწილე, რომელიც ცდილობდა შეჭრილიყო ადმინისტრაციულ შენობაში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
ამ კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა გუშინდელ აქციაზე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებს.
„მედია, პოლიტიკოსი, საჯარო მოხელე, თუ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი, რომელიც ამ ფაშისტური იდეოლოგიით არ არის შეპყრობილი, მათთვის არის მიუღებელი. კიდევ ერთხელ, დარწმუნებული იყვნენ, რომ თითოეული თავდამსხმელი, დამნაშავე, თუ რომელიმე დაჯგუფების წევრი, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული კანონის სრული სიმკაცრით“, – აღნიშნა კირცხალიამ.