პოლიტოლოგი, სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენმა სოციალურ ქსელ X-ში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და დაწერა, რომ ევროპელების ჯაფით ნაშოვნი გადასახადები საქართველოში ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე იხარჯება, რომლებიც დესტაბილიზაციას და მთავრობის დამხობას ცდილობენ.
„ჩვენი ჯაფით ნაშოვნი გადასახადები საქართველოში ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე იხარჯება, რომლებიც დესტაბილიზაციას და მთავრობის დამხობას ცდილობენ. იმის გამო, რომ ნატოს უკრაინელი ჯარისკაცები უმთავრდება, საჭიროა სხვა პროქსი ძალის გაჩენა“, – დაწერა დისენმა.
კომენტარები