„არის სხვა გზები, სხვა მეთოდები, რათა დაიცვან საკუთარი იდეები, პოლიტიკური გემოვნება. თუნდაც პოლიტიკური პარტიები. შესაძლებელია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა“, – განაცხადა გადაცემა „იმედის კვირასთან“ საუბრისას საერთაშორისო დამკვირვებელმა ესპანეთიდან ლუის ურიბე ეჩებარიამ.
მისივე თქმით, „შეუძლებელია, რომ ძალადობით ჩვენ სხვადასხვა იდეები მოვახვიოთ ერთმანეთს თავს“.
„როგორც მე აქამდე განვაცხადე, პროტესტი, შეკრება, ეს არის დემოკრატიის თანმდევი ნაწილი, მაგრამ ამავე დროს, ხაზგასმით გეუბნებით, ჩემთვის მიუღებელია, რომ ევროკავშირის, ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლები საუბრობენ ძალადობის თავიდან აცილებაზე, თუმცა ამავე დროს ისინი ჩუმად არიან იმ ძალადობასთან დაკავშირებით, რაც ვიხილეთ თბილისის ქუჩებში.
ჩვენ ვნახეთ როგორ შეეცადნენ მოქალაქეები ძალადობრივი გზით შეჭრილიყვნენ საპრეზიდენტო სასახლეში. ეს მიუღებელია. არის სხვა გზები, სხვა მეთოდები, რათა დაიცვან საკუთარი იდეები, პოლიტიკური გემოვნება. თუნდაც პოლიტიკური პარტიები. შესაძლებელია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა, რათა დაარწმუნონ მეორე მხარე, დაარწმუნონ მოქალაქეები, მაგრამ ამის მაგივრად ჩვენ ვხედავთ ძალადობას, რომელიც მიუღებელია. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ ძალადობით ჩვენ სხვადასხვა იდეები მოვახვიოთ ერთმანეთს თავს, ეს ხომ არ არის დემოკრატია”, – აღნიშნა მან.