„ჰექსოგენი“ ისეთი რაოდენობით იყო შემოტანილი უკრაინიდან, რომ მის საფუძველზე გამზადებულ ბომბს თავისუფლად შეეძლო პარლამენტის შენობისთვის ძალიან სერიოზული ზიანი მიეყენებინა, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა სუს-ის მიერ განხორციელებულ ბოლო სპეცოპერაციაზე.
„ჰექსოგენი“ ისეთი რაოდენობით იყო შემოტანილი უკრაინიდან, რომ მის საფუძველზე გამზადებულ ბომბს თავისუფლად შეეძლო პარლამენტის შენობისთვის ძალიან სერიოზული ზიანი მიეყენებინა. სიტყვაზე ვამბობ, ბარათაშვილის ხიდი აეფეთქებინა და ზოგადად, ორბელიანების მოედნისთვის ზიანი მიეყენებინა უამრავი მსხვერპლით. ამიტომ, [მიუღებელია] ქილიკით და დაცინვით იმ სპეცოპერაციის მოხსენიება, რა დროსაც სუს-მა იპოვა ტყის მასივებში განლაგებული არსენალი იარაღების, რაც უნდა მოხმარებოდა სწორედ ამ მოვლენებს. ამ ე.წ. ხავერდოვან თუ მშვიდობიან გადატრიალებას. რაც მთავარია, წინსწრებად იყო დაკავებული და განეიტრალებული ის დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა წარსულში კუდ-ის ერთ-ერთი ჩინოსანი რუსლან შამუხია. მას ახლაც და ადრეც ახლო კონტაქტები გააჩნდა ისეთ ოდიოზურ ფიგურებთან, როგორებიც არიან ბაჩო და დათა ახალაიები“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.