ნანა სანდერი სოციალურ ქსელში მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს.
“ველოდებოდი ბოლომდე როდის აიხევდნენ სახეს კოლექტიური ელისო კილაძეები 🙂
Gofundme- ზე ფონდი გამჭვირვალეა ლინკი დევს კომენტარებში და შეუძლია ნებისმიერს ნახვა რამდენი თანხა შემოვიდა მანდ – 2511 ევრო
ჩემს ფეიფალზე შეგროვდა 827, 92 ევრო
ჯამში 3038, 92 ევრო
აქედან 1500 ევრო გადავურიცხეთ ჯგუფს რომელიც წინა რიგებში უნდა მდგარიყო და კი ვკითხე სად იყვნენ და 60-60 კაცი ჩავდიოდით ერთმანეთს ვენაცვლებოდით ათონელზეო( იხილეთ კომენტარებში გადარიცხვის სქრინი)
დარჩენილია 1837,92 ევრო ჯამში
ამ თანხაშია ის 600 ევროც რომელსაც 12 კაცის ეკიპირებისთვის ვაგროვებდით და იმ ჯგუფის ლიდერმა არ გამოგვართვა ბოლოს, თავისით მოაგვარეს.
ჩვენი ფონდით ეკიპირების თავად ყიდვას არ ვაპირებდით- მიზანი იყო, იმ ჯგუფებს ვისაც ვიცნობდით თავად შეეძინათ რაც სჭირდებოდათ და მათთვის გადაგვერიცხა.
ათონელზე რომ გაწირეს და შეატოვეს, ბოლომდე მებრძოლი ჯგუფი რომელსაც გუშინ რუსთაველზე Tamar Totladze სუსელებს ეძახდა და მათზეც ბინძურ კამპანიას აგორებენ ზეუმადურობის ნიშნად, მათ ლიდერთანაც მქონდა კომუნიკაცია, ვკითხე დახმარება თუ სჭირდებოდათ თავდაცვის საშუალებებისთვის თანხით და მითხრა რომ თავად უმკლავდებოდნენ.
დროშები ჩქარა – 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტი რომელსაც ჰქონდა თავისი ფონდი ” თაობები ქვეყნისთვის” სახელით და რომელშიც დიასპორული ბევრი ჯგუფია და მათ შორის ენმ-ის წევრებიც, (110 კაციანი ჯგუფია) მათ ჰქონდათ სხვა წინა რიგებში მდგომი ჯგუფების სიაც და სხვა ჯგუფებისაც, ისინი ამბობდნენ რომ ყიდულობდნენ თავდაცვის საშუალებებს იმ ჯგუფებისთვის ვინც დახმარებისთვის მიმართავდა და არეზერვებდნენ, ასევე რეგიონებიდან ენმ-ის წევრებმა ხალხის ჩამოყვანა კოორდინირებულად კოლონებით დროშები ჩქარას ჯგუფში შეგროვებული თანხებით შეძლეს- მაგ ჯგუფს ვეძახდი მე ფუტკრების ჯგუფს. მე მათ ფონდთან არანაირი კავშირი არ მაქვს, მაგრამ როდესაც ვნახე რომ ჩვენთან თანხა გასახარჯი რჩებოდა თავდაცვის საშუალებებისთვის შეგროვებული ვკითხე რევაზ ბეროზაშვილს თუ სჭირდებოდათ ჩვენი დახმარება და არა, თავდაცვის საშუალებები ვინც მოგვმართა ჩვენ ყველასთვის შეძენილი და დასაწყობებული გვაქვსო.
მე ავტობუსებისთვის არ გადავურიცხავდი ამ თანხას( არც უთხოვიათ ჩემთვის ეს ) რადგან ჩვენი ფონდის შექმნის მიზანი მხოლოდ თავდაცვის საშუალებები იყო და ხალხი რა მიზნითაც რიცხავდა ფულს, იმ მიზანს უნდა მოხმარებოდა, თუ ბრძოლაში დასჭირდებოდათ ეს თანხა – ნიღბების გარდა სხვადასხვა ტიპის თავდაცვის საშუალებებია, რაზეც ნანუკას ფონდიც ნოემბერ-დეკემბერში უარს ეუბნებოდა და ასევე სხვა ფონდებიც, ისეთი დანიშნულებით წავიდოდა.
ახლა რასაც პაატა ბურჭულაძის და ენმ-ის მხარდამჭერები, წევრები ცდილობენ არის გადაფარვა მათი ლიდერების გაყიდულობის. კი მათ არ უზრუნიათ თავდაცვის საშუალებებზე, კი მათ გაყიდეს ეს ბრძოლაც და ხალხიც მათ გაწირეს- მათ შორის ბავშვებიც, ზრდასრულებიც მოხუცების ჩათვლით, მათ მოუწოდეს პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრისკენ თავდაცვის საშუალებების გარეშე ხალხს, მიზანი არ იყო რეზიდენციის აღება- ეს რომ მიზანი ყოფილიყო არ მისცემდნენ მობილიზებისთვის დროს რობოკოპებს- რეზიდენციის აღებას ბევრი არაფერი უნდოდა ( შენარჩუნებას კი ) არსებობდა ჯგუფები ეკიპირებით, რომელიც მანამდე იმოქმედებდა და მერე შეიძლებოდა დასახმარებლად სცენიდან გამოცხადება რომ დაძრულიყო ხალხი რეზიდენციისკენ, ან ყველაზე ცუდ ვარიანტში სცენიდან გამოცხადებისას პირველს იმ ჯგუფებს გაუშვებდნენ ვისაც ეკიპირება ჰქონდა და იზრუნებდნენ თავადაც ხალხს ჰქონოდა თავდაცვის საშუალებები, მაგრამ ორგანიზატორების მიზანი არ ყოფილა რეზიდენციის დაკავება რაც დღის გამარჯვებად ჩაითვლებოდა.
შაიშმელაშვილი რომელმაც თქვა რომ მან თავად ჩამოუკიდა ამათ 4 ოქტომბრის თარიღი და ქუჩაში საბრძოლო გეგმაც ჩემგან აქვთო, ჯგუფებს ( ზუსტად არ ვიცი რამდენს) სხვა გეგმაზე და სხვა საათზე შეუთანხმდა – პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრა არ შედიოდა იმ გეგმაში და ჩვენიანებთანაც ის იყო კოორდინაციაში და სხვა ჯგუფებთან. რამდენიმე ჯგუფის ლიდერთან საუბრით რაც გავარკვიე ის იყო რომ ამ ჯგუფების წარმომადგენლების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო გარეთ, დანარჩენები ელოდებოდნენ იმ გეგმის მიხედვით მოქმედებას მაშინ როდესაც სცენიდან შეჭრისკენ მოუწოდეს.
ასევე შაიშმელაშვილი იყო ვინც ამბობდა რომ 50 სპეცრაზმელი დაყრიდა ფარებს და ეს გამოიწვევდა სხვების გადმოსვლასაც ხალხის მხარეს. ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებიც რომ გადმოვიდნენ ხალხის მხარეს ის იძლეოდა კი იმედს.
პარალელურად ხალხის რაღაც კატეგორიას ისიც ეგონა რომ ზოდელავას, ბურჭულაძეს და ენმ-ს ძალოვანებთან ჰქონდათ დალაგებული და ამიტომ თამამად გაჰყვნენ პრეზიდენტის რეზიდენციისკენ ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე ( ზოგი მოხუცი იყო, ზოგი ქალი) ახლა ლაგდება ჩემს გონებაშიც რატომ მიდიოდნენ მშობლები 2 წლის ბავშვით რეზიდენციისკენ, ( მე და ჩემი მეგობარი 15-20 წუთის შემდეგ დავიძარით- დროშას ვეძებდი ტარიანს, მინიმუმ ტარს მაინც გამოვიყენებდი საბრძოლველად. ეს ბავშვიანი მშობლები გზაში შემხვდნენ და კი მშობლებს ვეჩხუბე და ვეუბნებოდი ბავშვი არ გაეკარებინათ იქაურობას.
ესე გაწირეს ამ ნაძირლებმა ბავშვებიც, ისინი ხალხს აჯერებდნენ რომ მშვიდობიანი იქნებოდა ყველაფერი, ნადიმ ხმალაძის პოსტიც თუ ქარდიც გექნებათ ნანახი- ფერადი ხელებით ვცვლითო მაშინ როდესაც სხვა იყო აშკარად მიზანი.
იმის მაგივრად ეთქვათ თავდაცვის საშუალებებით მოდითო, არა ბავშვებით მოდითო და რასაც ვუყურებდი ხალხის მასა იყო ზუსტად თავდაცვის საშუალებების გარეშე მოსული.
კი მე ვიყავი რომელიც მანამდეც ვეძახდი ამათ ღაზას სექტორს და დროშები ჩქარაშიც ვუხსნიდი სხვა ორგანიზატორებს რომ ეს ბავშვების გაწირვაა და ხალხის გაწირვაა, ხალხი ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოს საბრძოლველად და როდესაც ამბობ ბავშვებით მოდითო, კი შეიძლება ბევრი არ მოვიდეს ბავშვებით, მაგრამ მოლოდინს ქმნი რომ ყველაფერი მშვიდად იქნება და თუნდაც ერთი უპასუხისმგებლო მშობელი მოვიდეს ერთი ბავშვით ეს ნიშნავს იმ ერთი ბავშვის სიცოცხლის გარისკვას და გაწირვას და მთავარ ორგანიზატორს გააჩნია პასუხისმგებლობა შეკრებილ ხალხზე- ვინც დაანონსა და პირველ რიგში ის უნდა აკეთებდეს სწორ განაცხადებს.
მაგრამ მან გაწირა ბავშვებიც, ათონელზე ხალხიც მან, ზოდელავამ და დანარჩენებმა ვის ხელშიც მიკროფონი იყო – სცენასთან ზუსტად მაგიტომ მივუვარდი და მაგას ვუხსნიდი ზოდელავას და დანარჩენებს მოგვიანებით. ისინი არ აცხადებდნენ რომ ქვემოთ ხალხს უჭირდა და ასევე ათობით ათასი ადამიანი მიდიოდა და იცლებოდა რუსთაველი, არავინ არ ეუბნებოდა არაფერს. ჩემი გამოსვლის შემდეგ გამოიყვანეს დავით გუნაშვილი და საუბრობდა ტაქტიკური დგომა არისო ეს და ამიტომ დარჩითო…
ასევე ვიცოდი რომ სახელმწიფო შენობაში შეჭრის დროს შეუძლიათ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება – ჯარისკაცმა მითხრა ასე და აქედან გამომდინარე მე პირადად ამ ინფოს შემდეგ აღარც კი განმიხილია სადმე შეჭრა იდეის დონეზეც კი, ნოემბერ- დეკემბერში როგორც ვიბრძოდით ოღონდ ორგანიზებულად უნდა ყოფილიყო წინა რიგებში სხვა ხალხი, ასეთ სცენარს განვიხილავდი.
არც ერთი ადამიანის სიკვდილის ხარჯზე არ მიღირს გამარჯვება – არც ჩვენს მხარეს მდგომის, არც მეორე მხარეს მდგომის.
კი მე მქონდა გერმანიიდან წამოსვლამდე ეჭვი რომ აქეთ მხარეს გეგმაზე საერთოდ არავისთან რომ არ საუბრობდნენ ესენიც გაწირავდნენ ვინმეს ჩვენს მხარეს, როგორც ქოცებზე იყო მოლოდინი რომ ვინმეს მოკლავდნენ და ჩვენს მხარეს დააბრალებდნენ, ისევე იყო ამ მხარეს მდგომი ბინძური ყველაფერზე წამსვლელებისგან ეს მოლოდინი- გუშინ ახალგაზრდებს ვესაუბრე რუსთაველზე ამაზეც და ჩვენც განვიხილავდით მსგავს სცენარსო.
შაიშმელაშვილთანაც მქონდა ამაზე საუბარი 1,5 საათიანი ზარი. ( აქვე რომ იცოდეთ შაიშმელაშვილთან მას შემდეგ ვიყავი კონტაქტზე რაც ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებზე ვიდეო მიმართვა ჩავწერე- “უმსხვერპლო გამარჯვების გეგმა” რაზეც ენმ-მა და პაატა ბურჭულაძემ ხელის მოწერაზე უარი მითხრეს, დროშები ჩქარადან კი სხვაგვარად ორგანიზაცია, პლატფორმა არის ხელის მომწერი) მაშინ მითხრა შაიშმელაშვილმა რომ მოსყიდვა რაზეც ენმ საუბრობდა ძალოვანებისთვის ღირსება შემლახველი იყო და ეს ინიციატივა კარგი იყო და ის და კიდევ სხვა ყოფილი ძალოვანებიც შემოუერთდებოდნენ, მერე საჯაროდ აღარ უხსენებია შაიშმელაშვილს ეს. მაშინ მითხრა მე პირადად რომ 4 ოქტომბერიც თავად ჩამოუკიდა რევოლუციის თარიღად ამათ.
მერე შაიშმელაშვილი დისტანცირდა როდესაც მიხვდა რომ კრიტიკულად ვუყურებდი სცენაზე გასაჟღერებელი მესიჯები და ქუჩაში საბრძოლო სამოქმედო გეგმა არ იყო კოორდინაციაში..
შემდომ მითხრეს შეიძლება უბრალოდ თამაშში დარჩენაა მისი მიზანი ( მიშას დროსაც რაღაც მსგავსი გააკეთაო) და საერთოდ არანაირ კავშირში არ იყოსო.
მოკლედ 50/ 50- ზე იყო ჩემთვის: ან მართლა იდგა მათ უკან ან არა.
იმ ღამეს როდესაც მე 1,5 საათიანი ზარი მქონდა შაიშმელაშვილთან, მაშინ ვუშვებდი რომ 50% არსებობდა რომ სწორ ადრესატს ვესაუბრებოდი და ადგილზე მიიტანდა..
ვუთხარი რომ თუ ასეთი გეგმა არსებობდა და ვინმეს მიზანმიმართულად გაწირვა იყო მიზანი, ეს მიუღებელი იყო ჩემთვის და რომ არ შეიძლება ვინმე შეეწიროს, რომ არსებობს უმსხვერპლო გამარჯვების გეგმა და შანსი და ამ ზარზე უკვე შაიშმელაშვილმა შეცვალა პოზიცია, ამ კონკრეტულ საკითხზე არაფერი უთქვამს მაგრამ სცენაზე გასაჟღერებელ მესიჯებზე და ქუჩაში საბრძოლო გეგმა რომ კოორდინაციაში უნდა ყოფილიყო, ისევე როგორც სხვადასხვა ჯგუფი, ამ უმარტივეს ჭეშმარიტებაზე დამეთანხმა და ბევრი ისაუბრა ამაზე, და მითხრა რომ მას არ ჰქონდა არანაირი გავლენა სცენაზე რა გაჟღერდებოდა იმასთან მაგრამ ეცდებოდა რაღაც ექნა.. ( მანამდე მე ჩამოვუკიდე 4 ოქტომბერიო – არ დაგავიწყდეთ ეს და საბრძოლო გეგმაც მისგან ჰქონდათ)
მე შეპყრობილი ვიყავი იმ ღამიდან მხოლოდ ერთი იდეით რომ ის ერთი ადამიანი ან შეიძლებოდა მეტი ყოფილიყო უნდა გადამერჩინა, რომელ მხარესაც არ უნდა მდგარიყო და კი თუ რამე შემეძლო ამისთვის ვაკეთებდი მანამდე ზარებით, რომ ჩამოვედი მერე უფრო აქტიურად უმსხვერპლო გამარჯვების გეგმით სხვადასხვა ჯგუფებთან საუბრით, ასობით პოლიციის ფორმიანთან პირდაპირ მისვლით და საუბრით, გამარჯვებისთვის ერთ ცალკე აღებულ ინდივიდს რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ უმსხვერპლოდ გამარჯვების შანსი არსებობდა და ვცდილობდი რომ ამისთვის მაქსიმუმი დამედო.
მე ფიზიკურად დრო არ მქონდა სხვა არაფრისთვის გერმანიაში, დღეში 21 საათს ხან მეტსაც ვდებდი ჯამში ყველაფერში, 4 თვის განმავლობაში, დრო, ენერგია, ნერვი და ფული თუ რამე გამაჩნდა ყველაფერი ჩავდე, ბოლო მანქანა რაც მქონდა დარჩენილი ფიზიკურად დრო არ მქონდა მე თავად გამეყიდა, მეგობარს ვთხოვე დამხმარებოდა, მერე შტუტგარტში ერთი ბიჭია მანქანებს ჰყიდის, მას ვთხოვე რომ დამხმარებოდა, ჯერჯერობით ისევ ისე დგას ეს მანქანა და სანამ გაიყიდებოდა აგერ სქრინზე ხედავთ 1140 დოლარი ბილეთის და სასტუმროს ფული მეგობარმა მასესხა რომ ჩამოვსულიყავი.
დღეს რომ სიბინძურეებს მაბრალებენ ეს გამყიდველები რომ გადაფარონ- რომელზეც ჯერ გვეგონა ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ, და მერე 4 ოქტომბერს ადგილზე აღმოვაჩინეთ რომ გაგვყიდეს და კი მე ტელევიზიითაც ვეძახე ამათ ფსბ, მაგრამ იქამდე 1 საათი ვიყავი ზემოთ პარლამენტის წინ და იქ ვეძახე ესაც და უარესებიც, ამ გამწირველ ნაძირლების ხროვას და რატომ არ მიიღეს შეურაცხყოფად ? რატომ მითხრა გუშინ რუსთაველზე ახალგაზრდების ჯგუფიდან ბიჭმა, მარტო არ ყოფილხარ, ჩვენც ფსბ ვეძახეთო?
ზოდელავა კარგი კაცი არისო რომ იცავთ, სად არ აქვს ნაბრძოლიო, ათონელიდან რომ ამოვედი ბოლოს როცა ვიყავი ( ნუ უკვე ქვემოთ აღარ ჩაისვლებოდა ბოლომდე, მებრძოლებიც ზემოთ იყვნენ, თან მეგობარი დაბრმავდა გაზით და მოგვიწია ხელის მოკიდებით მისი ამოყვანა) და მერეც რომ ვუთხარი ზოდელავას ხალხი ისევ ქვემოთ არის, აქ რას აკეთებთ, რატომ არ ახმართ ხალხს თქო, რომ ვუხსნიდი აირწინაღითაც კი ვბრმავდებით და რატომ არ იზრუნეთ ხალხის თავდაცვაზე თქო, ჯერ მითხრა აბა სად არის ხალხი ქვემოთო, და მერე რა აირწინაღები, ჩვენც არ გვქონიაო, რა საჭირო იყოო.
კი გაგვყიდეს, კი გაგვწირეს, კი ეს ბრძოლა მათ გაყიდეს.
და ახლა ჩემზე ცდილობენ ხელების შეწმენდას ეს ბინძური არსებები.
ამათ ასობით ათასი გამომწერი ჰყავს, ესენი ისხდნენ ტელევიზიებში, ამათ შეეძლოთ სულ რომ ერთი ლარი ეთხოვათ შეეგროვებინათ მილიონი თავდაცვის საშუალებებისთვის და 3038,92 ევრო მე თუ შევაგროვე, რომლის ნაწილი გახარჯულია, ნაწილი ადგილზე, სხვა ემიგრანტების ფონდებმაც თუ შეაგროვეს( თავად ახსნან სად და რაში დახარჯეს) ამ ხალხის გამწირველებსაც შეეძლოთ გაეკეთებინათ – დონორი ხალხი უნდა ყოფილიყო სახალხო რევოლუცია თუ იყო მათი აღქმით, მაგრამ არ იყო მათთვის იგივე აღქმა, აქამდე უსაქმურებად და უპასუხისმგებლობად ვთვლიდი მათ და ძალიან გამიხარდა როდესაც დროშები ჩქარას შესახებ გავიგე – ისინი აკეთებდნენ ბურჭულაძის და ენმ-ის გასაკეთებელსაც, 4 ოქტომბერს მივხვდი რომ გაგვყიდეს და მათ შორის შაიშმელაშვილმაც შეგვისრულა და 22 ჯგუფია კოორდინაციაში 9 საათზე გამოდიანო, არ ვიცი მის მთქმელსაც შეუსრულეს თუ მანაც შეგვისრულა.
ბევრი არ დარჩა სანდო, ბევრი ტალახი მესროლეს და სიბინძურეებს მაბრალებენ მათ შორის იმასაც კი მაბრალებენ ვითომ გდდ-ს ვეფლირტავებოდი – ჩემზე ამბობენ ამას, რომელსაც ათონელზე არ გამაჩნდა არანაირი თავდაცვის საშუალებები და რაღაც ხმა რომ აცხადებდა კანონს დაემორჩილეთო, რობოკოპების წინ ვიდექი და გადაფსიხებული ვყვიროდი ჩვენ ქართველი ხალხი ვართ კანონი თქო, და გაზებს ისროდნენ, მეორედ რომ ვთქვი ვიღაც ქალი მეჯაჯგურებოდა ძალით მივყავდი, შვილო მოგკლავენო თუ რაღაც მსგავს მეუბნებოდა, მაინც მოვახერხე ადგილზე გაჩერება, მესამედ რომ დავიძახე ჩვენ ქართველი ხალხი ვართ კანონი თქო, დაგვიშვეს უფრო მეტი გაზის კაფსულები,
ის ქალი ძლიერად დამეტაკა და ძეგლის უკან ძალით გამიყვანა რომ გაზის კაფსულები არ მომხვედროდა. აქვე მადლობა მას, სახეზეც კი არ ვიცი ვინ არის, თუ სწორად მახსოვს ცისფერი ქურთუკი ეცვა და კი ჩემი გადარჩენის გამო გაწირა მანაც თავი.
სტუდენტებს და სხვა ხალხს ვინც ათონელზე იბრძოდა გუშინ მითხრეს თურმე ატყუებდნენ ათონელზე მებრძოლებს ნანა სანდერ პროვოკატორებს გეძახდათო- ასეთი ბინძური კამპანია აქვთ დაწყებული, კი როგორც ქოცები ესენიც ყველაფერს კადრულობენ, აქეთ მხარეს მდგომები.
მიზანმიმართული ბინძური კამპანია აქვთ დაწყებული და სხვადასხვა ჯგუფია კიდევ აყოლილი, ჩართული – ხომ გითხარით უმსხვერპლო გამარჯვების გეგმა კარგი ფილტრია თქო, ვინ რისთვის იბრძვის იმის გასარკვევად და ხო სხვადასხვა პარტია და მათ შორის ზვიადის დროინდელ მთავრობასთან რომ ლაგდებიან, იმისთვის რომ ისინი თანამდებობაზე დაინიშნონ- ხალხმა კი არ აირჩიოს, რაც უმსხვერპლო გამარჯვების გეგმაში წერია, მათ ერთ ლიდერს ჰქონდა დაწყებული ჩემს წინააღმდეგ ტყუილების დაბრალება- მათ ჯგუფსაც შევხდი მაინც 2 ოქტომბერს, მათაც ავუხსენი ყველაფერი, კი ეს იყო ყველაფერთან ერთად დაზღვევაც ამ ბრძოლის, მაგრამ ერთობა არც მათ სურთ და კი მამუკა ტოროშელიძე იყო ის ვინც ქართველი ხალხის ხმით “მევაჭრებოდა” შუაღამეს სანამ გერმანიაში ვიყავი შენც ხომ გინდა თანამდებობაო :დ თუ რამე გინდა უნდა გეკუთვნოდეს ვუთხარი იგივე და ხალხმა უნდა მოგცეს ლეგიტიმაცია თქო. მერე ზურგს უკან თურმე ჩემზე ჭორაობდა გურამ აბსნაძეს ურეკავს ლეგიტიმაცია მომეციო, სქრინებიც გავასაჯაროვე და აქაც დავდებ კომენტარებში უმსხვერპლო გამარჯვების გეგმა როცა ჩავუგდე ( გოჩა ბახიამ მომცა ნომერი) გურამ აბსნაძემ დამირეკა თავად და 10 წუთი ვისაუბრეთ და ზუსტად იმას ვთხოვდი რასაც სხვებს – ხელის მოწერას და ამ ინიციატივის მხარდაჭერას რომ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს შესძლებოდათ ხალხის მხარეს გადმოსვლა და არც ერთი დღით არ ჩავარდნილიყო ძალაუფლება მხოლოდ ერთი ჯგუფის ხელში, მაგრამ ეს სასტავი ცალკე ჩალიჩობს ძალაუფლებაზე.
მოკლედ ბევრ სიბინძურეშია ბევრი,
ბევრი ამოტივტივდა და კიდევ კარგად არის საქართველო ასეთი ბინძური ადამიანების ხელში. ქოცებზე ყველამ იცის რისი მკადრებლებიც არიან- აქეთ მხარეს მდგომებზე ბევრმა არ იცის.
კი დაიცავენ გამყიდველებს, მოღალატეებს, ადამიანების გამწირველებს აქეთ მხარეს მდგომები და ახლა ჩემი გაშავების მცდელობით აკეთებენ ამას რომ იმ ხალხმა არ მომისმინოს ვინც მისმენდა და არ გაიგონ ამათი სიბინძურეების შესახებ.
საქართველოს დროშის არმცნობები მაბრალებენ დროშის დაწვას (მაშინაც ენმ-ის წევრები იყვნენ ქოცებამდე) ალტინფოც იგივეს აკეთებდა, ესენიც და დანარჩენებიც იგივეს აკეთებენ- ესენი საკუთარი ქვეყნის დროშასაც კი არ იცნობენ და წამოწიეს ისევ ეს ბინძური კამპანიისთვის – ისევ თავად გაშავდებიან- მინიმუმ რაღაცაზე პრეზენტაცია რომ გქონდეს შენს ქვეყანაში, საქართველოს დროშას უნდა სცნობდე.
გუშინ მითხრეს არ თქვა იმ ეჭვებზე რომ აქეთ მხარეს ბინძური ადამიანებისგანაც ელოდებოდი იგივეს რასაც ქოცებისგანო- ჩვენ დავზიანდებითო.
აჰ მე ვიფიქრო თქვენზე და თქვენ და თქვენმა ელისო კილაძეებმა მე რუსობაც კი დამაბრალოთ ?
რასაც ესენი აკეთებენ კი ასე მუშაობს ფსბ-ც, ქოცებიც, საბჭოთა კავშირშიც ასე იყო- ვინც მათთვის საშიშად აღიქმებოდა ყველას გაშავების მცდელობა ჰქონდათ. ზოგზე ახერხებდნენ ზოგზე ვერ.
მე არგუმენტების გარეშე არავისთვის დამიბრალებია ხალხის და ამ ბრძოლის გამყიდველობა და გამწირველობა.
და თუ რამე უბედურება სჭირს ჩვენს ქვეყანას ზუსტად ასეთი ბინძური ადამიანებისგან და მათზე ხელების დამფარებლებისგან სჭირთ.
საბჭოთა სულის ჭაობი ეს იყო სადაც 7 წლის ასაკში არ მინდოდა ცხოვრება – მაშინაც ფულზე ჰყიდიდნენ ყველაფერს საბჭოთა სულის ადამიანები, მათ შორის ჩვენს ბავშვების მომავალს და სრულიად ქვეყანას და დღესაც ასე არის და კი ხალხს თვლიან ცხვრად რომელიც თუ მათ დასჭირდებათ მსხვერპლად უნდა შეწირონ.
ვინ და როგორ უნდა გადაფარონ?
ამათმა გაწირეს მიშაც, ამათმა გაწირეს სხვა პოლიტპატიმრებიც – ამ ბრძოლის გაყიდვით.
და ზუსტად პროცესის წარმართველები აგროვებდნენ ინფორმაციას სხვადასხვა აქტიური ჯგუფების შესახებ და დღეს და ხვალ მათი დაჭერის რისკი ძალიან მაღალია და ამაზე რატომ არ საუბრობენ ნანუკები, გაბრავები, კილაძეები ?
ვითომ კოორდინაცია უნდოდათ და ამ დროს ინფორმაციებს აგროვებდნენ ამ ხალხზე
და დანარჩენებმაც “ოპოზიციიდან” კუბოებიდან რომ ამოჰყვეს თავები, სალომე ზურაბიშვილის და ჩერგოლეიშვილის ჩათვლით, მათი დამსახურება მანამდე იყო რომ ეს ბრძოლა ვერ მივიყვანეთ ბოლომდე- სრულიად ოპოზიციური პარტიები არიან ნაგვის ურნებში ჩასაყრელები, ქოცებთან ერთად და “ოპოზიციური” გაყიდული მედიაც მაგ ნაგვის ურნაშია ჩასაგდები- 4 ოქტომბერს და 4 ოქტომბრამდეც რუსულ სპეცოპერაციაში რომ იღებდა ფულს ე.წ არჩევნებზე სასაუბროდ – ორმაგ თამაშს რომ თამაშობენ – ვითომ ჩვენიანები არიან.
ვინც ამ ბრძოლას ჰყიდის, ვინც საინფორმაციო ომში რუსეთის მხარეს არის, ჩემიანი და საქართველოსიანი ნამდვილად ვერ იქნება!
გუშინ თუ გუშინწინ ვთქვი- ჩვენს მხარეს რიცხობრივად ბევრად მეტი რუსეთიათქო და კი ასეა და ასე რომ არ იყოს, 13 წელი ქოცები არ იქნებოდნენ მმართველები- კი აქეთა მხარეს მდგომები უნარჩუნებენ მათ მიტაცებულ ძალაუფლებას და აქამდეც მათ მოიყვანეს.
და ასეთ სიბინძურეში, ასეთ გამყიდველობაში, ასეთ ცხვრად მიმყოლობაში იწირება საქართველო, იწირებიან ადამიანები ვისაც არაფერი დაუშავებია და ვინც ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ რუსულ წუმპეში ცხოვრებას.
#4ოქტომბერი #რევოლუცია
#საქართველო #საქართველოსპულსი
#უმსხვერპლოგამარჯვება
#ემიგრანტები #დიდგორი2”