სამართალდამცავმა უწყებებმა მაღალ დონეზე იმუშავეს და ფაქტობრივად უზადოდ ჩაატარეს სპეცოპერაცია. ამ რადიკალებს არ გამოუვიდათ დამხობის სცენარი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
დეპუტატი გამოეხმაურა 4 ოქტომბრის აქციას და მის გარშემო განვითარებული პროცესებს.
„ახლა უკვე იმ ბრალდებას ასაჩივრებენ, რომელსაც თავადვე გპირდებოდნენ; უკვირთ რატომ ასამართლებენ მათ დამხობის, სახელმწიფო გადატრიალების მოწოდების და სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტის დაკავების საფუძვლით, როდესაც ისინი თავად იყვნენ, ვინც ამ ყველაფერს გვპირდებოდნენ და შემდეგ ცდილობდნენ, რომ შეესრულებინათ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
კომენტარები