გუშინ მალხაზ მაჩალიკაშვილმა, ტყეში იარაღის ამოღების კადრები დადო და სპეცოპერაციას სპექტაკლი უწოდა. ყველა მაღალი თანამდებობის პირი გალანძღა და თან დაემუქრა სახელმწიფოს, ახლა თუ არ გამოგვივიდა, შემდეგ ჯერზე აგაყირავებთო, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
ქადაგიძის თქმით, აღარ დარჩა ამ რევოლუციის მაძიებელ რადიკალებში ჭკუათმყოფელი, რომ სხვას კი არა, საკუთარ უნიათობას დააბრალონ ის მდგომარეობა, სადაც იმყოფებიან.
„ გუშინ მალხაზ მაჩალიკაშვილმა, ტყეში იარაღის ამოღების კადრები დადო და სპეცოპერაციას სპექტაკლი უწოდა. ყველა მაღალი თანამდებობის პირი გალანძღა და თან დაემუქრა სახელმწიფოს, ახლა თუ არ გამოგვივიდა, შემდეგ ჯერზე აგაყირავებთო…
ოღონდ, მხოლოდ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იარაღის ამოღება ჩანს და მეორე ვიდეო, სადაც დამნაშავე თვითონ წერს და უგზავნის პატრონს – დავმარხე იარაღიო, იმას არ აზიარებს და დანაშაულის აღკვეთას სპექტაკლს უწოდებს…
რა ჰგონია, რომ ამ ბოროტებას და სისხლის სამართლის დანაშაულს გააბაიბურებს?
თან საკუთარი ტრაგედიაც, რომ გარია საქმეში რისი მიღწევა უნდა, მის მიმართ გამოჩენილი რიგი ადამიანების თანაგრძნობა უნდა გადაახურდავოს, პოლიტიკურ ემპათიაში?
აღარ დარჩა ამ რევოლუციის მაძიებელ რადიკალებში ჭკუათმყოფელი, რომ სხვას კი არა, საკუთარ უნიათობას დააბრალონ ის მდგომარეობა, სადაც იმყოფებიან?!
ვის ემუქრებით, სახელმწიფოს?
ვერ ააფეთქებთ, არ გამოგივათ და დაყენდით ადგილზე!“ – წერს ქადაგიძე.