100 ათასი და 200 ათასი არ გასულა [აქციაზე], ერთადერთი ადეკვატური ფოტოა თავისუფლების მოედნის და იქ ათიც [ათასიც] არ არის. არა, იქ კიდევ ხალხი იყო, რუსთაველზეც იდგნენო. კაი, 2000 მიაწერე, იყოს თორმეტი, – განაცხადა იაგო ხვიჩიასთან „თავისუფალ ბაზარში“ „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა.
„100 ათასი და 200 ათასი არ გასულა [აქციაზე], ერთადერთი ადეკვატური ფოტოა თავისუფლების მოედნის და იქ ათიც [ათასიც] არ არის. არა, იქ კიდევ ხალხი იყო, რუსთაველზეც იდგნენო. კაი, 2000 მიაწერე, იყოს თორმეტი. თუ ძალიან ოპტიმისტი ხარ, კიდევ დაუშვი, რომ ვიღაც წავიდა და მოვიდა და იყო თოთხმეტი. გამოდიხარ ტრიბუნაზე და ხედავ, რომ თავისუფლების მოედანი ვერც კი აავსე, მესამედი ცარიელია, ხალხთან ბოდიში ხომ უნდა მოიხადო, რომ გვინდოდა დამხობა ცოტანი ვართ, არჩევნებზე რაც წავიდა, იმის მეათედიც არ მოვიდა აქ [აქციაზე] და დავიშალოთო?! ეს ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.