დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის ჩაშლილი მცდელობის შემდეგ ოპოზიციაში დაპირისპირებას აფასებს. მისი განცხადებით, ოპოზიციამ 2 წამში გაყიდა ერთმანეთი.
„ახლა ემიჯნებიან ერთმანეთს. ერთმა თქვა, მე საერთოდ არ ვიცნობ მასო, მეორემ თქვა, მე სახლში მეგონაო, პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, როგორ ეგონა სახლში. მესამემ თქვა, მე გრიპი მქონდაო, მეოთხემ – მე თავიდანვე არ მომწონდა ეს გეგმაო – მაშინ, როდესაც ყველა ეს პირი და სხვებიც ერთმანეთს აქეზებდნენ და ხალხს, ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, „რუსთაველზე ჩამოდით, 4-ში უნდა დავიწყოთ, 4-ში უნდა დავამთავროთ, ჩამოვამხოთ ეს მთავრობა“. 2 წამში გაყიდეს ერთმანეთი და წარმოიდგინეთ ესენი ხელისუფლებაში”, – აღნიშნა ზარქუამ.
კომენტარები