“ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნები მოიგო – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე. ობოლაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ისიც თქვა, რომ ოპოზიციამ რომ გაიმარჯვა, ეს ფაქტი არ არის.
“ის, რომ ჩვენ სწორად არ ვაფასებთ სიტუაციას, ის, რომ ხშირად ვართ არაადეკვატურები, საბოლოო ჯამში ძალიან ცუდ წერტილამდე მოვედით. ოპოზიციას არ მოუგია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი და არ უნდა ვთქვათ, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არ არსებობენ ან ორგანიზებულები არ არიან. ჩვენ არ მოგვიგია ეს არჩევნები, ამის შემდეგ ჩვენ წავედით ბოიკოტში. კარგი არჩევნები არც ახლა არ იყო, ახლა რაც ჩატარდა 2025 წლის თვითმმართველობის, მაგრამ “ოცნებამ” მოიგო. ოპოზიციამ რომ გაიმარჯვა, ეს ფაქტი არ არის”, – აცხადებს პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე.