„ჰექსოგენის საქმეზე“ ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ ნაქირავები ბინის მეპატრონე „ქრონიკასთან“ ამბობს, რომ ბინა მხოლოდ ერთ ადამიანზე ჰქონდა გაქირავებული.
„მივლინებებში იყო, ხან აზერბაიჯანში, ხან სომხეთში, ხან კვიპროსზე დადიოდა. ამბობდა სამხედრო ვარო“, – ამბობს ბინის მეპატრონე.
„საქმის კურსში არ ვიყავი, ოპერატიული მონაცემები აღმოვაჩინე ჟურავლიოვის, რაც არ უთქვამს. არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და არც ცნობს თავს დამნაშავედ. ვისთანაც კავშირი ჰქონდა საქართველოში, ყველამ ზურგი აქცია. არავის სურს, რომ მასთან ურთიერთობა ჰქონდეს“, – აღნიშნა ადვოკატმა მაია ნინუამ „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები „ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით. მათი ინფორმაციით, დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა. შედეგად აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა. მიმდინარეობს ამოღებული ნივთების კონკრეტული მიზნობრიობის შესწავლა.