“ჯორჯიან ეარვეისი” განცხადებას ავრცელებს:
“6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ იმგზავრონ გამცილებელთან ერთად, მშობლების ან მეურვის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობით.
✔️ ამისთვის, მშობლებს ევალებათ:
* სპეციალური მოთხოვნის ინფორმაციის შეტანა ჯავშანში;
* გაცილების ესკორტის შეკვეთა;
* დახვედრის ესკორტის შეკვეთა;
✔️ საჭირო სამგზავრო დოკუმენტაციის წარმოდგენა:
* ბილეთი;
* პასპორტი;
* ნოტარიულად დამოწმებული მშობლების ან მეურვის თანხმობა;
* ესკორტირების ფორმის შევსება.
✈️ ჩვენი გუნდი ბავშვს აცილებს და ხვდება ყველა ეტაპზე: რეგისტრაციიდან ჩასვლამდე. დაგეგმეთ უსაფრთხო მოგზაურობა თქვენი ძვირფასი ადამიანებისთვის!
✅ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ საიტს: https://georgian-airways.com/…/specials…/unaccompanied-minor
კომენტარები