„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაიას შესაძლო „დავერბოვკებასთან“ დაკავშირებით წერს და აღნიშნავს, რომ საზოგადოების შეფასება ამჯერად ზუსტია.
მეგრელიშვილის თქმით, თუ ბაჩო ახალაია დაკითხვიდან დღეს გამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ ჯერ გაანეიტრალეს და შემდეგ დაუვერბოვკეს.
„ სწორად მსჯელობს ხალხი – თუ ბაჩო ახალაია დღეს დაკითხვიდან გამოვიდა, ჯერ გაუნეიტრალებიათ და მერე „დაუვერბოვკებიათ“. ასეთი სიტუაციების კლასიკაა ის, რომ თუ გამოვა დაიწყებს ბაქი/ბუქს, ტოლი არ დავუდე სამართალდამცველებსო… ეჰ ბაჩო ბაჩო.“ – წერს მეგრელიშვილი.
კომენტარები