ჯანდაცვის მინისტრი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მიხეილ სარჯველაძე მერვე გერმანულ–აღმოსავლეთევროპული ჯანმრთელობის ფორუმში მონაწილეობს.
მაღალი დონის შეხვედრა ბერლინში მსოფლიო ჯანდაცვის სამიტის ფარგლებში იმართება.
ფორუმის მიზანი გერმანიასა და პარტნიორ ქვეყნებს შორის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ექსპერტებთან და მკვლევრებთან გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის მინისტერიალურ პანელში, თემაზე – „ძლიერი ჯანდაცვის სექტორის ეკონომიკური სარგებელი“.
მინისტრის განცხადებით, ჯანმრთელობა არის სტრატეგიული ინვესტიცია და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება არ წარმოადგენს დანახარჯს. მისი შეფასებით, ეს არის განვითარების სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების დასაქმებას, ინვესტიციების მოზიდვასა და ნდობის გაძლიერებას, ინსტიტუტების მიმართ.
მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და მიღწევებზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ ქვეყანაში, დაინერგა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით ანაზღაურების სისტემა.
მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებითა და მწარმოებლისგან ინოვაციური მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვის გზით, გაძლიერდა ფარმაცევტული პოლიტიკა. ქვეყანაში, დაიწყო პირველადი ჯანდაცვის რეფორმა. მიმდინარე წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს მიანიჭა მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი, რაც მინისტრის თქმით, ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაძლებლობებში თანმიმდევრული ინვესტირება იცავს როგორც ადამიანებს, ისე – ეკონომიკას.