ევროკავშირი უკვე ღიად და დაუფარავად ლობირებს ლგბტ პროპაგანდას, – განაცხადა „ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ნანა კაკაბაძე.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა რეფერენდუმის გზით დააფიქსიროს, რამდენად უნდა ისეთ კავშირში ყოფნა, სადაც მთავარი ღირებულება არის ლგბტ პროპაგანდა და ასევე არასრულწლოვან ბავშვებში იმის ნებართვის დართვა, რომ მათ სქესი შეიცვალონ მანამ, სანამ ჯერ კიდევ იქნებიან გადაწყვეტილების უნარის მიმღები ასაკისა“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ევროკავშირის ახალ ლგბტქ+ სტრატეგიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში.
ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგია ბავშვებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაენის სტრატეგიით, არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს გოგოა თუ ბიჭი.