ანა წითლიძე თამარ ჩერგოლეიშვილს უპირისპირდება და მოუწოდებს დაასახელოს, ნაციონალური მოძრაობიდან ის ადამიანი, ვინც ჩერგოლეიშვილის მტკიცებით უკმაყოფილო იყო, რომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით შეკრებები ბაჩო ახალაიას სახლში ეწყობოდა.
წითლიძის თქმით, ამ საკითხზე პარტიის პოლიტსაბჭოს არ უმსჯელია, იმ სადარბაზოში კი სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, თავადაც დადის მურთაზ ზოდელავას ოჯახში.
„დაასახელოს მაშინ, თუ მას კონკრეტული ინფორმაცია აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელ ლიდერს გულისხმობს, როდესაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ვიღაც ლიდერი ამით უკმაყოფილო იყო. იქ ცხოვრობს მურთაზ ზოდელავა და მურთაზ ზოდელავასთან რომ პაატა ბურჭულაძე იყო, ასე მეც შემიძლია მივიდე მურთაზ ზოდელავასთან და დავდივარ“, – აცხადებს წითლიძე.
„ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით შეხვედრები ბაჩო ახალაიას სახლში ტარდებოდა, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან „წუხილი ისმოდა“.