ევროკავშირის ახალ სტრატეგიას ხელოვნურად შექმნილ პროპაგანდას უწოდებენ „ხალხის ძალაში“.
საპარლამენტო ოპოზიცია განმარტავს, რომ საქართველოსთვის თავსებადია კარგი ევროპული ტრადიციები, თუმცა დოკუმენტი, რომელიც არასრულწლოვანებისთვის სქესის შეცვლის პროცედურებს ამარტივებს და პროპაგანდას ავრცელებს, არის წითელი ხაზი. საკითხს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა.
„არსებობს კარგი ევროპული ტრადიციები, რაც თავსებადია ქართულ ტრადიციებთან და ბუნებრივია, რომ ამას ჩვენ ვიღებთ, მაგრამ ლგბტ პროპაგანდა ბაღებში, სკოლებში, ბუნებრივია, რომ მიუღებელია ქართული და მათ შორის ევროპული ღირებულებების მქონე საზოგადოებისთვის. ბოლო 1 წლის განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ იმ პოლიტიკურ ძალას მისცა ხმა, თანაც ძალიან დიდი რაოდენობით, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებზე დგას და უარს ვეუბნებით ლგბტ პროპაგანდას. ეს შეიძლება ჩავთვალოთ ერთგვარ გამოკითხვად. წელიწადში უკვე ორჯერ გვითხრა ქართულმა საზოგადოებამ, რომ სწორია ეს პოლიტიკა, რომ უარს ვამბობთ ყოველგვარ ლგბტ სიგიჟეზე და ვდგავართ ოჯახურ სიწმინდესა და ტრადიციებზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგია ბავშვებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაენის სტრატეგიით, არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს გოგოა თუ ბიჭი.