“მორღვეული ღობე” ამ დღეებში გახდა ოპოზიციური ჯოგის მთავარი სალაპარაკო, სალომე ზურაბიშვილიდან დაწყებული, ნოდარ მელაძით დამთავრებული. ეტყობა, მართლა ვერ ხვდებიან, თუ რა დონის იდიოტიზმის დემონსტრირებას ახდენენ. მით უარესი მათთვის!”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ერთი წუთით დავუშვათ, რომ პრეზიდენტის რეზიდენციასთან ღობე მართლაც მორღვეული იყო, ან საერთოდაც არ იდგა. ეს ვინმეს აძლევს რეზიდენციაში შეჭრის და დაცვასთან ხელჩართული ბრძოლის გამართვის უფლებას, შენობის აღების მიზნით? აი ამ კითხვაზე გასცენ ჯერ პასუხი.
მსაჯული მოსულია და თითოეულის საქმენიც განშიშვლდების”, – წერს ანჯაფარიძე.
კომენტარები