ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი კიევში ჩავიდა. ის უკრაინაში ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის, ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოებისა და რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე პასუხისგებაში მიცემის შესახებ მოლაპარაკებების გასამართად ჩავიდა.
„უკრაინელები თავიანთი სიმამაცით მსოფლიოს შთააგონებენ. მათი სიმტკიცე ჩვენს სრულ მხარდაჭერას მოითხოვს“, – დაწერა კალასმა სოციალურ ქსელში X.
კომენტარები