რადიკალმა მემარცხენე აქტივისტებმა პორტლენდში ნუდისტური საპროტესტო აქცია გამართეს. მათ მწოლიარე პროტესტსა და ველოსიპედებით მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.
აქცია ამერიკის სასაზღვრო და საიმიგრაციო დაცვის ოფისის შენობასთან ჩატარდა. დამოუკიდებელი ამერიკელი ჟურნალისტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ნუდისტური პროტესტი „ანტიფას“ წევრებმა მოაწყვეს. დემონსტრაცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. დააკავეს ათობით ადამიანი.
ველოსიპედით ნუდისტური მსვლელობა ქალაქის ყოველწლიური ტრადიციაა, რომელიც, როგორც წესი, ზაფხულში იმართება, მაგრამ ამ შაბათ-კვირის დაჩქარებით დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შიშველი მსვლელობის მოწყობა აუცილებელი იყო იმისთვის, რათა გაეპროტესტებინათ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობა, ქალაქში პროტესტების ჩასახშობად ეროვნული გვარდიის შეყვანის მცდელობა.