საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე, რუსეთის მხარეს შვიდი შეიარაღებული რუსი სამხედრო მოსამსახურის გამოჩენის ფაქტს ეხებოდა.
„მან არაფრად ჩააგდო, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია და ძირითადი მაგისტრალიდან 30 კილომეტრში ოკუპანტის ჯარი დგას და დიდი საფრთხის წინაშეა ეს ქვეყანა, ამის მიუხედავად ცდილობდა, რომ საქართველოში არეულობისა და გადატრიალების პროცესებში მიეღო მონაწილეობა.
სამწუხაროა, როდესაც საკუთარი ქვეყნის სტანდარტის მინიმალური დოზითაც გადატანას ვერ ახერხებ სხვა ქვეყნის შემთხვევაში და როდესაც ბუნებრივია, რომ შენს ქვეყანას გულშემატკივრობ, რომ იყოს სიმშვიდე, მინიმუმ, სხვა ქვეყნის არეულობაში არ უნდა იღებდე მონაწილეობას“, – აღნიშნა წილოსანმა.