როგორც კი საქმე მიდგა ესტონეთის ინტერესთან, ესტონეთმა გადადგა რადიკალური ნაბიჯები – საზღვარი გადაკეტა, ატეხა განგაში, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმად, ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე, რუსეთის მხარეს შვიდი შეიარაღებული რუსი სამხედრო მოსამსახურე შენიშნეს.
ვოლსკის თქმით, ეს ადამიანი დაინტერესებულია საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანით, რათა ევროპის მიმართულებით რუსეთის შესაძლო აგრესია შენელდეს.
„აბსოლუტურად არ აინტერესებს საქართველოში რა მდგომარეობაა, აინტერესებს მარიონეტული რეჟიმის ხელისუფლებაში მოყვანა, ვინც შეანელებს რუსეთის შესაძლო აგრესიას ევროპის, მათ შორის ბალტიისპირეთის მიმართულებით და ამ მიზნის მისაღწევად ჩვენს ახალგაზრდებს მოუწოდებს დაპირისპირებისკენ, სისხლისღვრისკენ და ამას აკეთებს დაუფარავად საქართველოში, დედაქალაქში ჩამოსვლისას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.