ახალაია იდეოლოგიურად ზუსტად ჯდებოდა 4 ოქტომბრის აქციის და ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციის კონტექსტში, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ფაქტია და კადრებიც არსებობს, რომ ახალაიასთან სახლში იკრიბებოდნენ 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირები.
„რა კონკრეტული ფუნქცია ეკისრებოდა, ან რას აკეთებდა კონკრეტულად, ეს გამოძიების დასადგენია. ზოგადად რომ იკრიბებოდნენ მასთან, ესეც ფაქტია და ეს კადრებიც ჩვენ ნანახი გვაქვს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
რა კავშირი ჰქონდათ, 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის ორგანიზატორებს ბაჩო ახალაიასთან – ამ კითხვაზე პაატა ბურჭულაძემ გამოძიებას არ უპასუხა, მურთაზ ზოდელავამ კი აღნიშნა, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემს.
კომენტარები