უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ის ლიდერთან დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე რუკებით მივიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ზელენსკის გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუკებზე დატანილი იყო რუსული სამხედრო ეკონომიკისა ობიექტებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების ადგილმდებარეობა.
როგორც ზელენსკის გარემოცვა იუწყება, რუკაზე რუსეთისთვის მოწყვლადი ადგილებია დატანილი, რომლებზეც იერიშების მიტანა ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტას აიძულებს.
უკრაინული მედია არ გამორიცხავს, რომ რუკები „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების შესახებ გამართული დისკუსიის შემადგენელი ნაწილი იყო.
კომენტარები