რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი გენიალური ადამიანია.
პუტინის თქმით, რუსულ მხარეს მჭიდრო კონტაქტი აქვს ამერიკელ პარტნიორებთან და პირადად მასკთან, რათა კოსმოსში ორი ქვეყნის თანამშრომლობა გაგრძელდეს.
„ილონ მასკი გენიალური ადამიანია. იცით, მას ორბიტაზე რამდენი ასეთი თანამგზავრი ჰყავს? 5 ათასზე მეტი. ჩვენ კი მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ ვამაყობთ იმით, რომ დამოუკიდებლად დავიწყეთ კეთება. მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, მათ შორის ბატონ მასკთან, რადგან ორბიტაზე ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ, გარკვეული დისციპლინა და წესები დავიცვათ“, – განაცხადა პუტინმა.
კომენტარები
