ემანუელ მაკრონმა ლუვრში ქურდობას საფრანგეთის მემკვიდრეობაზე თავდასხმა უწოდა. მომხდარს ის სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.
„ლუვრში ჩადენილი ქურდობა არის თავდასხმა იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, რადგან ის ისტორიის ნაწილია. ჩვენ დავიბრუნებთ ნამუშევრებს და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან. იანვარში დაწყებული ლუვრის რენესანსის პროექტი, უსაფრთხოების გაზრდილ ზომებს მოიცავს. ის უზრუნველყოფს ჩვენი მეხსიერებისა და კულტურის შენარჩუნებასა და დაცვას“, – დაწერა მაკრონმა.
ლუვრი გუშინ დილით გაძარცვეს. ბოლო მონაცემებით, მძარცველებმა მუზეუმიდან ფასდაუდებელი სამეფო სამკაულები გაიტაცეს და ადგილიდან მოტოციკლეტებით მიიმალნენ.
კომენტარები