შესაძლებელი რომ იყოს, იმ მილიონ 107 ათას ამომრჩეველს დავაყენებდით ქალბატონ მარტა კოსის სახლთან, რომ მოესმინა მათი ხმისთვის. როგორც ჩანს, ქალბატონი კოსი სელექციურად უდგება საქართველოს. მისთვის ქართველი ხალხი თუ არის მხოლოდ ის ხალხი, ვისაც ფულს უხდიან, ძალიან მძიმე ყოფილა საერთო ჯამში ეს ვითარება მაშინ, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით ევროკომისრის განცხადებები საქართველოზე ფარისევლობაა, სანამ ის პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს არ დაგმობს.
„ქალბატონ კოსს დღემდე არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, მათ შორის იმ ხალხის მხრიდან, ვისაც ევროკავშირი აფინანსებს. მანამ, სანამ ქალბატონი კოსი და სხვა ბიუროკრატები ბრიუსელიდან არ დაგმობენ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, სანამ არ გაემიჯნებიან ძალადობრივ შტურმს, სანამ არ შეწყვეტენ ამ მოძალადეების დაფინანსებას და თავზე ხელის გადასხმას, მანამდე ასეთი განცხადებები მხოლოდ ფარისევლობაა და სხვა არაფერი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა დაიწყო. განიხილება საქართველოს საკითხიც და გრძელდება თავდასხმები. მინისტრთა ნაწილი ავრცელებს დეზინფორმაციას, რომელიც ტრადიციულად, ე.წ პოლიტიკურ პატიმრებსა და ქვეყნის საგარეო კურსს ეხება.