საკუთარი კომფორტისთვის, ხელფასებისთვის შედის პარლამენტში, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
მისი თქმით, არავის აქვს მოლოდინი, რომ ეს პარტია პარლამენტიდან შეძლებს „ქართული ოცნების“ დამარცხებას.
„ეს გახარიას ამომრჩევლისთვის იქნება მკაფიო სიგნალი, რას წარმოადგენს გერმანიაში გაქცეული გახარია. საკუთარი კომფორტისთვის, ხელფასებისთვის შედის პარლამენტში. გახარიასთან ერთად, პარლამენტის წევრები რომ იყვნენ, მე ვყოფილვარ და მახსოვს, როგორი მშიშრები იყვნენ და როგორ ეშინოდათ, რომ ოდნავი წინააღმდეგობა გაეწიათ, ჩემი დასაცავი ხდებოდნენ ხოლმე ჩხუბის დროს. შესაბამისად, მოლოდინი, რომ მათ პარლამენტიდან შეუძლიათ „ქართული ოცნების“ დანგრევა, არავის არ აქვს“, – აცხადებს წითლიძე.
გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო.