საინფორმაციო სააგენტო “კვირას” დამფუძნებელი, ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი “isfed”-ის გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ეს ე.წ სტატია/კვლევა სატირული ჟანრის კლასიკაა.
სანამ კვირაზე ან აქ დასახელებულ ჩემს ბევრ კოლეგაზე ხმას ამოიღებთ და მიკერძოებულის იარლიყს მოარგებთ, სჯობს, პენსიონერების ნაქურდალი ფულით დაფინანსებულ თქვენს ე.წ მედიებს ან მათ კანტორებს მიხედოთ. ხო, საკუთარ “შეუბღალავ” იმიჯსაც… არც წერა რომ არ იცით, არც ფაქტების სწორად, მიუკერძოებლად წარმოჩენა და არც ანალიზის უნარი რომ არ გაქვთ. სამართლიანობის სახელით რომ ღაღადებთ, თავად კი უკიდურესად მიკერძოებული და სამარცხვინო მხარე რომ ხართ, მორალისგან, სინდისისგან დაცლილები…
თქვენი რა საქმეა, არსებობის 14 წლის განმავლობაში რამდენი ხელშეკრულება ან ვისთან გავაფორმეთ? სადმე კანონი დავარღვიეთ და არ ვიცი? ))) ანდა,6 წლიან შემოსავლებს ჯამურად რომ გვითვლით და მკითხველზე მანიპულირებთ, თითქოს მილიონები ვიშოვეთ, ეს როგორ არის? წლის შემოსავლები გეცოტავათ ხო?
და კიდევ, მაინც რომ იცოდეთ, კვირა მხოლოდ 2 მედიას არ აერთიანებს, 6 პლატფორმა გვაქვს და თქვენდა სამწუხაროდ, კიდევ უფრო გავიზრდებით… აქაც სამარცხვინო ტყუილი გიწერიათ, მაგრამ ტყუილები ხომ თქვენი და თქვენი სახედაკარგული პატრონების მოგონილია.
ხოდა, გააგრძელეთ ცხოვრება თქვენივე ზღაპრებისა და ილუზიების სამყაროში და დარჩით იქ, სადაც ხართ… სადღაც ძალიან ძირს, ფსკერზე.
ვისაც დასამალი არაფერი გვაქვს, არც გამჭვირვალობის გვეშინია და თქვენ იკითხეთ, უსამშობლო ფსევდო-არასამთავრობოებმა, პატრონების შემოსავლები რომ შემოგაკლდათ და ისტერიულ აგონიაში რომ ხართ.
ესეც გაივლის!
კვირას მკითხველს კი დიდი მადლობა მრავალწლიანი ერთგულებისთვის!”
ეს ე.წ სტატია/კვლევა სატირული ჟანრის კლასიკაა.
სანამ კვირაზე ან აქ დასახელებულ ჩემს ბევრ კოლეგაზე ხმას ამოიღებთ და…
Posted by Keti Khositashvili on Tuesday, October 21, 2025