22 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +13 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი დღეა ოზურგეთშიც, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიან დღეს ელოდებიან სოხუმში. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მზეა ნავარაუდევი, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურში მზიანი ამინდია, ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც უნალექ0 დღეა, +18 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ბაკურიანში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, დღისით +15 გრადუსია იქნება, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც მზე იქნება, დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, მაღალ მთაში თოვლი.
ომალოშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით +9, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღეა მოსალოდნელი რუსთავში, სადაც, დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.