9 %-იანი ზრდა, თუნდაც 7 %-იანი ზრდა ძალიან კარგი მაგალითია, ევროკავშირმა უნდა ისწავლოს აქედან, მათი ეკონომიკური ზრდა გაცილებით ნაკლებია. ევროკავშირში ბევრი ჭკვიანი ადამიანია, რატომ არ მოდიან, რატომ არ სწავლობენ საქართველოს წარმატების ფორმულას და ისტორიას, – განაცხადა Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.
როგორც Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა აღნიშნა, ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, მოხდება სხვა ინვესტორების მოტივირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ცოტათი უკან დავიხიოთ და შევხედოთ, რა ხდებოდა ჩემს ქვეყანაში დაახლოებით 50 წლის წინ. თანამედროვე საქართველო იმასთან თუ შევადარეთ, ყველა ახალგაზრდა სახელმწიფო ვართ, ჩვენ გვჭირდება გზები, სკოლები, სასტუმროები, ამიტომ ამ პრიზმიდან ვუყურებ ამ პროექტს დღის ბოლოს. ყველაფერი უკავშირდება იმ დადებით მაჩვენებლებს, ეკონომიკური ზრდის პარამეტრებს და ა.შ. რაც უკვე ვახსენეთ. 9 %-იანი ზრდა, თუნდაც 7 %-იანი ზრდა ძალიან კარგი მაგალითი და მიზეზია ამისა. ევროკავშირმა უნდა ისწავლოს აქედან, მათი ეკონომიკური ზრდა გაცილებით ნაკლებია. ევროკავშირში ბევრი ჭკვიანი ადამიანია, რატომ არ მოდიან, რატომ არ სწავლობენ საქართველოს წარმატების ფორმულას და ისტორიას. ყველაფერს გავაშენებთ, რესტორნები იქნება, უძრავი ქონება, საცხოვრებელი კომპლექსები, ამ ყველაფრის მიღმა ჩვენი წვლილი მოტივირების კუთხით არის ძალიან დიდი. სხვა ინვესტორების მოტივაციას მოვახდენთ, რადგან ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი გამოიწვევს დომინოს ეფექტს და ახალგაზრდა სახელმწიფოებში მოხდება ინვესტიციების კონცენტრაცია“, – განაცხადა ალაბარმა.