პრემიერ-მინისტრთან ერთად განვაცხადეთ, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური აქტივობა და ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. ეს თავისით არ მომხდარა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ Emaar Properties-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.
მან უპასუხა წამყვანის კითხვას – „როგორ ხედავთ საქართველოს რეგიონულ როლს საინვესტიციო ჰაბად, რა შესაძლებლობებს ხედავთ საქართველოში?“.
„როდესაც მოწმენი ვართ სახელმწიფოს ასეთი მდგრადი განვითარებისა – აშკარად ვიღაცა საქმეს სწორედ აკეთებს, თავისთავად მთავრობა შესაბამისად საქმიანობს, საზოგადოებაც შესაბამის როლს ასრულებს. გეტყვით, რომ ყველა ინვესტორი ხარბია, მათ მოსწონთ ზრდა, მათ სურთ ზრდაში თანამონაწილეობა. თქვენი ამბავი შესანიშნავია, ასევე მსოფლიოს მეტად საინტერესო კუთხეში ცხოვრობთ, ძალიან საინტერესო ნაწილში და თქვენმა ხელისუფლებამ შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. როდესაც ასეთი დადებითი მოცემულობის შენარჩუნებაა შესაძლებელი, ხელისუფლება ძალიან ბრძნულად მოქმედებს. მე კი ვიტყოდი, რომ წინ კიდევ უფრო მეტი და უკეთესი გველის, ბევრს თავისთავად სურს თანამონაწილეობა“, – განაცხადა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.