საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაასრულა, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მანვე საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლებს აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონები, ატრაქციონები შშმ პირთათვის, განათებისა და სარწყავი ქსელები. განახლდა სატრენაჟორო სივრცეც. ტერიტორიაზე შენარჩუნდა არსებული გამწვანება და დაემატა ხე-მცენარეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები