სამართალდამცავებმა, ცოტა ხნის წინ, “დროას” წევრი გიგა ლემონჯავა დააკავეს. მისი დაკავება სავარაუდოდ გზის გადაკეტვას უკავშირდება. დღეს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ან პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით კიდევ რამდენიმე პირი აიყვანეს.
ინფორმაციას აქტივისტები ავრცელებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. 22 ოქტომბერს დაკავებული ოცამდე პირის სასამართლო პროცესები გრძელდება. მათ უმეტესობას 3-იდან 14 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
კომენტარები
